სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში

ავსტრიის შს მინისტრი: ვენაში მაჩალიკაშვილის ჩამოყვანა ავსტრიას საფრთხეს შეუქმნიდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰერბერტ კიკლი განმარტავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ავსტრიამ თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უარი თქვა. კიკლი გამოცემა Krone-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ავსტრიას აქვს მკაფიო პოლიტიკა მის საზღვარზე არ შეუშვას ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირები, აღნიშნული პოლტიკა მათ სამკურნალო მიზნით ვიზიტებსაც ეხება.

"ავსტრიაში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილის ჩამოყვანა ცხადია უსაფრთხოების რისკებს შეიცავდა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა ქვეყანაში არ შემოვუშვათ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი პირები. ეს ეხება მკურნალობის მიზნით ვიზიტებსაც“, - განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებულია ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს. (სუს-ის ვერსია ჩატაევთან კავშირის და დახმარების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ)

მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უცხოურმა, მათ შორის ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებმა თქვეს უარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პრეზიდენტი: 2018 წელს გილოცავთ დარბაზიდან, სადაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოცხადდა

კომენტარები