აშშ-ის სახელმწუფო დეპარტამენტი

საქართველო სახ.დეპის რეკომენდაციებში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა

state.gov

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურობის მსურველებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა. 

სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნებს საფრთხის მიხედვით 4 კატეგორიად ყოფს: 

1-ლი ჯგუფი, სადაც უსაფრთხოების ნორმალური/ჩვეულებრივი ზომების მიღებაა საკმარისი. ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ავსტრია, კანადა, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები, ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის გარდა. ასევე, იაპონია, ჰონგკონგი და აზიის რამდენიმე ქვეყანა. 

მე-2 ჯგუფი, სადაც მეტი სიფრთხილეა საჭირო. ამ ჯგუფში მოხვდნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ასევე უკრაინა, ვინაიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, აქ უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა ნებისმიერ დროს შესაძლოა შეიცვალოს. 

მე-3 ჯგუფი, სადაც მოგზაურობისგან თავის შეკავება ჯობია - ამ კატეგორიაში შევიდნენ ქვეყნები, სადაც ტერორიზმის საფრთხე არსებობს, ხოლო ამერიკელები სხვადასხვა ტიპის შევიწროებას განიცდიან. ამ ჯგუფში მოხვდნენ ვენესუელა, კუბა, ნიგერია, სუდანი, პაკისტანი, თურქეთი, ჰონდურასი, გვატემალა, ჩადი და სხვა. 

მე-4 ჯგუფი, სადაც არ უნდა იმოგზაურო - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს არ ურჩევს იმოგზაურონ, ხოლო თუ იქ იმყოფებიან, სასწრაფოდ დატოვონ შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ირანი, ერაყი, ლიბია, სირია, იემენი, ჩრდილოეთ კორეა. 

კომენტარები