ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს მიუსამძიმრა

რუსთავი 2

ბიძინა ივანიშვილმა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს მიუსამძიმრა. ყოფილი პრემიერმინისტრი სამების საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მარიკა ლორთქიფანიძეს სიონის საკათედრო ტაძარიდან გამოასვენებენ. აკადემიკოსს დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მარიკა ლორთქიფანიძე 96 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა. 

ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრას, იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 

მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება და ღირსების ორდენი. 

მარიკა ლორთქიფანიძეს გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთანჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

კომენტარები