თემირლან მაჩალიკაშვილი

ნაცვლიშვილი: კითხვებია როგორც უფლებების, ასევე ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით

პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კითხვები არსებობს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი ობიექტურ გამოძიებას ელოდება.

"რა ზომები მიიღო სახელმწიფომ, რომ ეს [სპეცოპერაცია] არ დასრულებულიყო ასეთი ტრაგიკული შედეგით, იმიტომ რომ სიცოცხლის უფლება არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც ყველას ავალდებულებს მოქმედებას იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ დადგეს. საზოგადოება ასევე ითხოვს პასუხს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით სახელმწიფოს მოქმედებასთან და ამ მოქმედების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ორივე საკითხზე არსებული კითხვები საჭიროებს პასუხებს. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას". 

ნაცვლიშვილისვე თქმით, მნიშვნელოვანია კონტექსტი და ის რისკები, რომელიც ტერორიზმის სახით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს. 

"ეს რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. ეს პრობლემა რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია, კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ არასწორ მოქმედებათა წყებას, რომელიც უკავშირდება უშიშროების საბჭოს საკითხს და ახალ კონსტიტუციაში სრულიად სხვაგვარად დარეგულირებას. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც როგორც ვიცით, დაწყებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", - თქვა ნაცვლიშვილმა.პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კითხვები არსებობს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი ობიექტურ გამოძიებას ელოდება.

"რა ზომები მიიღო სახელმწიფომ, რომ ეს [სპეცოპერაცია] არ დასრულებულიყო ასეთი ტრაგიკული შედეგით, იმიტომ რომ სიცოცხლის უფლება არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც ყველას ავალდებულებს მოქმედებას იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ დადგეს. საზოგადოება ასევე ითხოვს პასუხს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით სახელმწიფოს მოქმედებასთან და ამ მოქმედების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ორივე საკითხზე არსებული კითხვები საჭიროებს პასუხებს. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას". 

ნაცვლიშვილისვე თქმით, მნიშვნელოვანია კონტექსტი და ის რისკები, რომელიც ტერორიზმის სახით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს. 

"ეს რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. ეს პრობლემა რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია, კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ არასწორ მოქმედებათა წყებას, რომელიც უკავშირდება უშიშროების საბჭოს საკითხს და ახალ კონსტიტუციაში სრულიად სხვაგვარად დარეგულირებას. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც როგორც ვიცით, დაწყებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", - თქვა ნაცვლიშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში დღეს დაკრძალეს. 26 დეკემბრის პანკისის სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი მაჩალიკაშვილი გუშინ, 10 იანვარს გარდაიცვალა. 10 იანვრამდე ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლანმაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს. (სუს-ის ვერსია ჩატაევთან კავშირის და დახმარების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ)

ოპოზიცია და ომბუდსმენი სპეცოპერაციისას ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ კითხვებს სვამენ. სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს. 

 

კომენტარები