ტუნისი

ტუნისში გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ, დაკავებულია 600-ზე მეტი მომიტინგე

Reuters

ტუნისში უკანასკნელი სამი დღის მანძილზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი პროდუქტებზე და მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებს მოჰყვა. მომიტინგეები 2018 წლის საბიუჯეტო გეგმის შეცვლას ითხოვენ.

პროტესტი 10-ზე მეტ ადგილას გაიმართა, მათ შორის დედაქალაქ ტუნისში. მშვიდობიანი პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისათვის დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი. დემონსტრანტებს ბრალად პოლიციის მანქანების დაწვა და ოფიციალურ პირებზე თავდასხმა ედებათ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ზოგიერთ ქალაქში სამთავრობო შენობების დასაცავად არმიის დანაყოფებია მობილიზებული.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა აქციების მონაწილეთა მხრიდან "ვანდალიზმი" დაგმო და განაცხადა, რომ მომიტინგეებს ქვეყნის დასუსტება სურთ.

კომენტარები