ნარკოპოლიტიკა

საპატრიარქო: ნარკოტიკების გავრცელება დანაშაულია ერის წინაშე

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ. მათი შეფასებით, "ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს".

ამასთან, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ "ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. საპატრიარქო მიზეზად ასახელებს, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი.

კომენტარები