კილაძე: საკვირველია ვეტოს გამოყენების ასეთი სიხშირე, რაც ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს

ტაბულა

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებს შესაძლოა პრეზიდენტმა ვეტო დაადოს. უმრავლესობაში ამბობენ, ისინი ვეტოს დაძლევენ. უმცირესობა კი აპირებს, რომ ვეტოს მხარი დაუჭიროს. პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს ხშირი გამოყენება უმრავლესობის წევრებისათვის გასაკვირია. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეჭვობს, რომ გიორგი მარგველაშვილი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. 

"ცოტა საკვირველი არის ვეტოს გამოყენების ასეთი სიხშირე, რაც ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს მე პირადად, რომ ის თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ჩვენ როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერდით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას და მის განვითარება-გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას და დავძლევთ ამ ვეტოს თუ ის იქნა გამოყენებული." - ამბობს სოფო კილაძე. 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. კერძო მაუწყებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილის კანონზე ვეტოს დადებას თხოვენ.

კომენტარები