დონალდ ტრამპი

ტრამპი: ლონდონში ახალი საელჩოს დიდი ფანი არ ვარ, ცუდი გარიგებაა, ლენტს არ გავჭრი

Getty Images

დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში თებერვლისთვის დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო.

დონალდ ტრამპს ლონდონში აშშ-ის ახალი საელჩო უნდა გაეხსნა, რომლის აშენება 1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდა.

Twitter-ზე ტრამპმა დაწერა, რომ ახალი საელჩოს "დიდი ფანი" არ არის და მას "ცუდი გარიგება" უწოდა. მისი თქმით ძველი შენობა ობამას ადმინისტრაციამ "მიწის თხილზე" გაცვალა.

"ლონდონში ჩემი ვიზიტის გადადების მიზეზი არის ის, რომ დიდი გულშემატკივარი არ ვარ ობამას ადმინისტრაციის მიერ ლონდონში ყველაზე კარგი ლოკაციის მქონე შესანიშნავი საელჩოს "მიწის თხილზე" მხოლოდ იმიტომ გაცვლის, რათა ახალი საელჩო ცუდ ლოკაციაზე 1.2 მილიარდ დოლარად აეშენებინათ. ცუდი გარიგებაა. სურდათ რომ ლენტი გამეჭრა - არა!" დაწერა მან.

საელჩოს გადატანა ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, 2008 წელს გადაწყდა.

ტრამპის ნაცვლად საელჩოს გახსნას სავარაუდოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი დაესწრება.

ზოგიერთი მოსაზრებით ვიზიტის გადადების მიზეზი ლონდონის ქუჩებში ტრამპის საწინააღმდეგო პროტესტების საშიშროებაც გახდა. ტრამპის დიდ ბრიტანეთში მიწვევის წინააღმდეგ პეტიციას 1.8 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

კომენტარები