ტურიზმი

ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში საშუალოდ $790-ს ხარჯავს

flickr.com

2017 წელს საქართველოში 7.5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 18.8%-ით მეტია. ამ 7.5 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 3.5 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

რა თანხას ხარჯავს ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში:

ეროვნული ბანკი ითვლის იმას თუ რას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში. სებ-ის მონაცემებით, 2017 წლის 12 თვეში საქართველოში მყოფმა უცხოეთის მოქალაქეებმა $2.75 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია ამ პერიოდში საქართველოში 3.5 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა, შესაბამისად, საშუალო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა $790 დოლარია. 

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. სომხეთი - 1.71 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 14%;
  2. აზერბაიჯანი - 1.69  მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11%;
  3. რუსეთი - 1.39 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%;
  4. თურქეთი - 1.24 მილიონი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 0.8%;
  5. ირანი - 322 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%;
  6. უკრაინა - 193 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%;
  7. ისრაელი - 125 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%;
  8. ინდოეთი - 59 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 64%
  9. ყაზახეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%;
  10. საუდის არაბეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 164%;

რა ღირს საქართველოს მაღალი კლასის სასტუმროებში ერთი ნომრის გატარება გაიგეთ ბმულზე

 

კომენტარები