ქალებზე ძალადობა

ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ჰ.მ-ს სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჰ.მ.-მ გარდაბანში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ნ.ბ.-ს ყელში ხელების წაჭერით და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. 

სამართალდამცველებმა ჰ.მ. 20 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს"- აცხადებს პროკურატურა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

კომენტარები