აშშ-ირანი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

AP

აშშ-მა ირანს 28 დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს უკანონო დაკავებების და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები 14 პირს და დაწესებულებას შეეხო.

ირანის თქმით ახალი სანქციების შემოღებით აშშ-მა "წითელი ხაზი გადაკვეთა".

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი აშშ-ს ამისათვის პასუხს გასცემს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ არ იგულისხმება ამაში.

ირანმა ასევე უარი განაცხადა ბირთვულ შეთანხმებაში რაიმე ცვლილების შეტანაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას აკრიტიკებს და წევრ ქვეყნებს ცვლილებებისათვის უკანასკნელ შანსს აძლევს. ტრამპის თქმით თუ ჩათვლის, რომ თანხმობის მიღწევა შეუძლებელია, შეთანხმებას დაუყოვნებლივ დატოვებს. თეთრ სახლს ირანის ურანის გამდიდრების პროგრამაზე პერმანენტული შეზღუდვების დაწესება სურს. გარდა ამისა აშშ-ს სურს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასაც დაუწესოს შეზღუდვები.

კომენტარები