ლეონარდო დიკაპრიო

დიკაპრიო ტარანტინოს ახალ ფილმში მოხუცი უმუშევარი მსახიობის როლს შეასრულებს

Getty

ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს. ფილმის სიუჟეტი 1969 წლის ზაფხულში, ლონ ანჯელესში "მენსონის ოჯახის" მიერ ჩადენილი მკვლელობების დროს ვითარდება. დიკაპრიო მოხუცი უმუშევარი მსახიობის როლს შეასრულებს.

ეს მსახიობისათვის ოსკარის აღების შემდეგ პირველი როლი იქნება, ხოლო ტარანტინოსათვის მეცხრე ფილმი.

გავრცელებული ცნობით "მენსონის ოჯახის" მიერ მოკლული შერონ ტეიტის როლი რეჟისრომა მარგო რობის შესთავაზა. შერონ ტეიტი მოდელი, მსახიობი და რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი იყო.

ვრცელდებ ცნობები იმის თაობაზეც, რომ ფილმში როლები შესაძლოა შეასრულონ ბრედ პიტმა და ტომ კრუზმაც.

კომენტარები