H&M

H&M-მა საპროტესტო ტალღის გამო სამხრეთ აფრიკაში 17 მაღაზია დახურა

H&M-მა საპროტესტო ტალღის გამო სამხრეთ აფრიკაში 17 მაღაზია დახურა. მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით შაბათს, 13 იანვარს, მას შემდეგ დაიხურა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ბრენდის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს რამდენიმე მათგანი დაარბიეს.

ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტის შედეგად, მათი "არც ერთი თანამშრომელი და მომხმარებელი არ დაზარალებულა". მათივე თქმით, მაღაზიები სამხრეთ აფრიკაში, მხოლოდ, დროებით დაიხურა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, როგორც კი, სიტუაცია უსაფრთხო გახდება, მაღაზიებს ისევ გავხსნით." - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

სამხრეთ აფრიკელი ხალხის გაღიზიანება ბრენდის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ჯემპრის რეკლამას მოჰყვა. ჯემპრი შავკანიან ბავშვს აცვია, ტანსაცმელს კი "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" [Coolest monkey in the Jungle] აწერია. რეკლამის რასისტული შინაარსის გამო H&M-მა ბოდიშიც მოიხადა.

კომენტარები