სექსუალური შევიწროება

ფოტოგრაფები მარიო ტესტინო და ბრიუს ვებერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

Matt Sayles, Michael Sohn/AP

ფოტოგრაფები მარიო ტესტინო და ბრიუს ვებერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ტესტინოს ბრალი 13-მა მამაკაცმა მოდელმა და რამდენიმე ასისტენტმა დასდო, ვებერს, კი, 15 მამაკაცი მოდელი ადანაშაულებს. მოდელებმა და ასისტენტებმა სექსუალური შევიწროების დეტალებზე გამოცემა New York Times-თან ისაუბრეს.

"მახსოვს, როგორ ჩამიყო [ვებერმა] თითები პირში, მეორე ხელით კი ჩემს სასქესოს ორგანოს ეხებოდა... სექსი არასდროს გვქონია, მაგრამ ბევრი რამ მოხდა." - განაცხადა მოდელმა რობინ სინქლერმა 71 წლის ბრიუს ვებერის შესახებ.

63 წლის მარიო ტესტინო, კი, მოდელების თქმით, მათ მასტურბაციას აიძულებდა.

"გადაღების ოთახიდან ყველა გააგდო, კარი ჩაკეტა, საწოლზე დამაგდო, ზემოდან დამაწვა და მიმეორებდა: მე გოგო ვარ, შენ - ბიჭი." - აღნიშნა მოდელმა რაიან ლოკმა.

ანა ვინტურმა, გამომცემლობა Conde Nast-ის დირექტორმა, ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა უკვე შეწყვიტა. Conde Nast მოდის ისეთ ჟურნალებს ფლობს, როგორებიცაა Vogue, GQ, Glamour და სხვები.

მარიო ტესტინო ინგლისის სამეფო კარის ფავორიტი ფოტოგრაფია. პრინც ჰარისა და ქეით მიდლტონის ნიშნობის ფოტოსთვის ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დაჯილდოვდა. ბრიუს ვებერი კი წლებია ისეთ ბრენდებთან მუშაობს, როგორებიცაა Calvin Klein და Ralph Lauren. 

კომენტარები