Pegasus

თურქეთში პეგასუსის თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან შავი ზღვის სანაპიროზე გადავარდა

Ihlas News Agency (IHA) via REUTERS

თურქეთში პეგასუსის თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან შავი ზღვის სანაპიროზე გადავარდა. შემთხვევა შაბათს, 13 იანვარს, ტრაბზონში მოხდა.

თვითმფრინავში 162 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ სამი ადამიანი დაშავდა, თუმცა მსუბუქი ჭრილობებით. ამ დროისთვის თვითმფრინავში მყოფთაგან საფრთხე არც ერთის სიცოცხლეს არ ემუქრება.

Pegasus-ის ავიახაზების განცხადებით, ბოინგი 737-800, ანკარა-ტრაბზონის რეისს ასრულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ტრაბზონში ძლიერი ნისლი იყო და წვიმდა.


ფოტო: 1tv.ge

 

კომენტარები