15 იანვარს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

15 იანვარს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია "თელასი" მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

კრწანისის რაიონი


11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი


11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ასათიანის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შენგელაიას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები