საფრანგეთი

მაკრონი: ფრანგული ბაგეტი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს იმსახურებს

Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტრადიციული ბაგეტის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს.

მაკრონის თქმით "ბაგეტის მთელს მსოფლიოს შურს" და ამიტომ ის იუნესკომ უნდა დაიცვას როგორც მსოფლიო საგანძური.

მაკრონს საფრანგეთის მცხობელთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა სთხოვა მხარი დაეჭირა მათ მიერ გაეროსთვის გაგზავნილი მოთხოვნისათვის, რომელი ტრადიციული ბაგეტის ხარისხის დიდი სუპერმარკეტებისაგან დაცვას შეეხება. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით გაზრდილი კონკურენცია საფრთხის ქვეშ აყენებს ბაგეტის ტრადიციულად ცხობის ტექნიკას.

"ჩვენმა მცხობელებმა ნახეს, რომ ნეაპოლელებმა შეძლეს მათი პიცა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეეყვანათ და იფიქრეს "რატომ არა ბაგეტი?" და ისინი მართლები არიან." განაცხადა მაკრონმა.

ფრანგული სამზარეულო იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2010 წლიდან არის.

კომენტარები