Facebook

News Feed-ში დაანონსებული ცვლილებების გამო ზაკერბერგის ქონება $3.3 მილიარდით შემცირდა

Getty Images

Facebook-ის News Feed-ში დაანონსებული ცვლილებების გამო კომპანიის აქციების ფასმა 4.5%-ით დაიკლო.

აქციების ფასის ვარდნასთან ერთად კომპანიის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის ქონებას 3.3 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიადგა და ახლა 74 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ზაკერბერგმა News Feed-ის მუშაობის პრინციპში ცვლილებები საკუთარ Facebook-ზე დააანონსა.

მისი თქმით რამდენიმე კვირაში News Feed-ში ბიზნესების, ბენდების და მედია საშუალებების პროდუქტი ნაკლებად გამოჩნდება და მის ნაცვლად უპირატესობა ოჯახებს და მეგობრებს შორის მიმოწერას მიენიჭება.

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მომხმარებლისაგან, რომ ბიზნესების, ბრენდების და მედია საშუალებების პოსტები განდევნის მათ პერსონალურ მომენტებს [News Feed-იდან]."

"ამ ცვილებებით იმედი მაქვს, რომ დრო, რომელსაც ხალხი Facebook-ზე ატარებს და მათი ურთიერთობის მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა ასევე მოველი, რომ ის დრო, რომელსაც facebook-ზე გაატარებენ უფრო ღირებული იქნება." დაწერა მან.

კომენტარები