საგარეო ვაჭრობა

ექსპორტის 29%-იანი ზრდის მიუხედავად, მისი მოცულობა 2013 წელზე მცირე იყო

Getty Images

2017 წელს საქართველოს ექსპორტმა $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 29%-ით მეტია. ამ ზრდის მიუხედავად, ექსპორტი 2013 და 2014 წლების მაჩვენებლებზე მცირეა. საქართველოს ექსპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და ის $2.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

2015-2016 წლებში ექსპორტის მკვეთრი შემცირება საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ფინანსურ კრიზისს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება იმპორტს, მან 2017 წელს $7.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 9%-ით მეტია.

უფრო დეტალურად თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია მთლიანი ექსპორტის ზრდა 22 იანვარს გამოქვეყნდება.

კომენტარები