Kaspersky

Kaspersky-ის ანტივირუსს რუსეთი სავარაუდოდ, შპიონაჟისთვის იყენებს

Reuters

ანტივირუსს თქვენს კომპიუტერში განთავსებულ ყველა ფაილზე მიუწვდება ხელი. ანტივირუსები ყველა დოკუმენტს ამოწმებენ და ავლენენ მათში საეჭვო პროგრამა თუ არ არის განთავსებული. ასეთი მაღალი დონის დაშვების გამო არსებობს რისკი, რომ ანტივირუსი სათვალთვალო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოპარული დოკუმენტების მიმდინარე გამოძიება Yahoo News-ის ინფორმაციით, ჰაკერულ თავდასხმას სავარაუდოდ kaspersky-ის უკავშირებს.

2017 წელს ჰაკერების ჯგუფმა "Shadow Brokers" გამოაქვეყნა აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურიდან მოპარული პროგრამები, რომლებიც აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის საეჭვო პირებისა და ორგანიზაციების სათვალთვალოდ შეიმუშავა. სავარაუდოდ, აღნიშნული თავდასხმის უკან რუსეთი დგას და მათ დოკუმენტები kaspersky-ის მეშვეობით მოიპარეს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა 18 დეკემბერს ყველა სახელმწიფო უწყებას მოუწოდა 90 დღის ვადაში kaspersky-ის ანტივირუსები სხვა სისტემით ჩაანაცვლონ. kaspersky-იმ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთს kaspersky-ის მეშვეობით თვალთვალში ისრაელიც ადანაშაულებს. ებრაული უშიშროების მტკიცებით, მათ აქვთ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მტკიცედება, რომ kaspersky კომპიუტერიდან დაკოპირებულ დოკუმენტებს აგზავნის.

Kaspersky-ის მსფოლიოს მასშტაბით, 400 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

 

კომენტარები