დონალდ ტრამპი

ტრამპი ჟურნალისტებს: თქვენს რესპოდენტებს შორის ყველაზე ნაკლებად რასისტი ვარ

The Guardian

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აფრიკის ქვეყნებისათვის "ნაგვის" წოდება უარყო და განაცხადა, რომ რასისტი არ არის.

"არა, არა. მე რასისტი არ ვარ. მე ყველაზე ნაკლებად რასისტი პიროვნება ვარ მათ შორის, ვისთვისაც ინტერვიუ ჩამოგირთმევიათ." უთხრა მან ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ცნობით, თეთრ სახლში იმიგრაციის საკითხის განხილვისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ნაკლები მიგრანტი უნდა მიიღოს "ნაგავი" ქვეყნებიდან და მეტი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია.

დემოკრატი სენატორი დიკ დარვინი ასევე აცხადებს, რომ ელ სალვადორიდან, ჰონდურასიდან და ჰაიტიდან ჩასული მიგრანტებისათვის დროებითი თავშესაფრის მინიჭებაზე საუბრისას ტრამპმა თქვა: "ჰაიტიდან? ნამდვილად გვჭირდება მეტი ადამიანი ჰაიტიდან?"

ტრამპმა სენატორის განცხადება Twitter-ზე უარყო.

კომენტარები