ავტოსაგზაო შემთხვევა

ქობულეთში ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა

flickr

ქობულეთში მანქანა ქვეითებს დაეჯახა. შედეგად, 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი.

კომენტარები