ოთარ აბესაძის საქმე

ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Oto Sbesadze/Fb.com

თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მის გათავისუფლებას დაცვის მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დასკვნის საფუძველზე ითხოვდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არაერთხელ მოითხოვა.

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

კომენტარები