უკრაინის გენერალური პროკურატურა

სააკაშვილი ლუცენკო-გოგაძის შეხვედრაზე: ორი ოლიგარქი ხალხის წინააღმდეგ გაერთიანდა

Unian

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ლუცენკოსა და გოგაძის შეხვედრა ორი ოლიგარქიული რეჟიმის გაერთიანებაა უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 

"ორი ოლიგარქიული რეჟიმის ბოროტი სულების გაერთიანება ემსახურება თავიანთი ძაღლის სადგომის დაცვას არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღდეგ. ჩვენი ხალხებიც უნდა გაერთიანდნენ მათ წინააღმდეგ, სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ მათზეც, პუტინზეც და რაც მთავარია, უიმედობასა და სიღარიბეზე", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე. 


უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა პრესამ უკრაინის მთავარ საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა. ცნობილია, რომ მათ ექსტრადიციის საკითხების შესახებ ისაუბრეს, თუმცა ამ ეტაპზე აუცნობია, განიხილეს თუ არა მათ სააკაშვილის საკითხი. შეხვედრა 12 იანვარს გაიმართა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. 

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავდა. საქართველომ უკრაინას აღნიშნული მოთხოვნით 1-ლ სექტემბერს მიმართა.

კომენტარები