კარმენი

ოპერა კარმენი სხვაგვარი დასასრულით ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად

REUTERS/Toby Melville

ფრანგი კომპოზიტორის, ჯორჯ ბიზეს ლეგენდარული ოპერა კარმენს, რომელიც 140 წელია, სხვადასხვა სცენაზე იდგმება და ბოშა ქალის, კარმენის სასიკვდილოდ დაჭრით სრულდება, იტალიელი რეჟისორი ლეო მუსკატო ახალი დასასრულით წარმოგვიდგენ: კარმენს მასზე შეყვარებული და უარყოფილი დონ ხოზე არ კლავს, პირიქით, კარმენი ხოზეს იარაღს ართმევს და ესვრის მას.

წარმოდგენა ფლორენციის del Maggio Musicale Foundation თეატრში დაიდგა. პრემიერა 7 იანვარს გაიმართა.

თეატრის დირექტორი, კრისტიანო ჩერო ამბობს, რომ ოპერის დასასრულის შეცვლის გადაწყვეტილება მან მუსკატოსთან ერთად მიიღო. 

"მაშინ, როცა ჩვენი საზოგადოება ქალთა მკვლელობის პრობლემის წინაშე დგას, გვაქვს კი უფლება, აპლოდისმენტებით შევხვდეთ ქალის მკვლელობას?" - ამბობს თეატრის ხელმღვანელი. 

იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 3-დან 1, 16-დან 70 წლამდე ქალი გამხდარა სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი, 2016 წელს კი იტალიაში 146 ქალი მოკლეს, მათი ნახევარი სიცოცხლეს მოქმედმა ან ყოფილმა პარტნიორმა გამოასალმა. 

კომენტარები