NDI-ის კვლევა

NDI: თბილისის მოსახლეობას ყველაზე დიდ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია

georgicatravel.ge

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია. ასეთია გამოკითხულთა 42%-ის აზრი.

პრობლემებს შორის მეორე ადგილზეა (34%) საგზაო მოძრაობა. თითქმის ანალოგიური მაჩვენებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით (33%).

რაც შეეხება კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურათან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მოსახლეობას ასევე აწუხებს პარკირების (26%), პარკებისა და გამწვანების (24%), სუფთა ქუჩების (20%), გზების (14%), უსახლკარო ცხოველების (12%), სკოლების კეთილმოწყობის (11%) და სპორტული და დასასვენებელი დაწესებულებების (10%) პრობლემა.

გამოკითხულთა 10%-ზე ნაკლებს აწუხებს სათამაშო მოედნებთან, საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობასთან, ნაგვის შეგროვებასთან, კანალიზაციასთან, ქუჩის განათებასთან, წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ თბილისში გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა 2015 წლის აგვისტოშიც. თუმცა, NDI-ში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია საგზაო მოძრაობის პარკირების, პარკებისა და გამწვანების მაჩვენებლები.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები