NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 41%-ის აზრით, რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ზე ძლიერია

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი აშშ-ზე ძლიერია, ხოლო 36% - პირიქით. კითხვაზე, რომელი უფრო ძლიერია, პასუხი არ აქვს 8%-ს, ხოლო 15% კი მიიჩნევს, რომ ისინი თანაბარი შესაძლებლობისანი არიან. 



NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები