NDI-ის კვლევა

NDI: საქართველოს ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: NATO

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 64%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი.

ნატო-ს წევრობა მიუღებელია გამოკითხულთა 26%-სთვის, ხოლო 9%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მონაცემები მცირედით შეცვლილია - 2016 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 61% ამბობდა, რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 25%-სთვის ეს იყო მიუღებელი. 

ამასთან, ყველაზე მეტად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობიან თბილისსა (72%) და პატარა ქალაქებში (72%), შემდეგ დიდი ქალაქებსა (67%) და სოფლებში (63%), ყველაზე ნაკლებად კი, უმცირესობათა დასახლებებში (36%).

ნატო-ს წევრობას ყველაზე მეტად (73%) 18-35 წლის ადამიანები ემხრობიან, ყველაზე ნაკლებად კი (55%) 56 წელზე მეტი ასაკის. მოწინააღმდეგეთა რიცხვიც ყველაზე მეტი (31%) ამ ასაკშია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები