NDI-ის კვლევა

NDI: 36% ინტერნეტს კვირაში ერთხელაც არ იყენებს

0 კომენტარი
ფოტო: P. Seeger / picture-alliance/dpa/

ეროვნულ-დემოკრატიული ინდტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს, 36% კი უფრო იშვიათად. 1% ინტერნეტს იყენებს თვეში ერთხელ მაინც, 2%-მა კი საერთოდ არ იცის რა არის ინტერნეტი.

ყველაზე იშვიათად ინტერნეტს სოფელში იყენებენ - 51% კვირაში ერთხელაც არ სარგებლობს ინტერნეტით. შემდეგ მოდის უმცირესობათა დასახლებები (43%), პატარა ქალაქები (38%), დიდი ქალაქები (24%) და თბილისი (20%).

ყველაზე ხშირად ინტერნეტს თბილისში იყენებენ (77%), შემდეგ დიდ ქალაქებში (74%), პატარა ქალაქებში (61%), უმცირესობათა დასახლებებსა (51%) და სოფელში (45%).

ამასთან, ინტერნეტს ყველაზე ხშირად 18-35 წლის ადამიანები იყენებენ, ყველაზე იშვიათად კი 56 წელზე მეტის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები