ჰოლოკოსტი

96 წლის კაცი, რომელიც ჰოლოკოსტის თანამონაწილეა, შეწყალებას ითხოვს

CBS

96 წლის გერმანელი ოსკარ გროენინგი, რომელიც ნაცისტი იყო და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში 300 ათასი ადამიანის მკვლელობის თანამონაწილეა, შეწყალებას ითხოვს. 

პროკურატურის განცხადებით, გროენინგი, რომელსაც აუშვიცის ბანაკში თავად უშუალოდ არავინ მოუკლავს, ნაცისტურ რეჟიმს მასობრივი მკვლელობის ჩადენაში იმით დაეხმარა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მატარებლით ჩამოყვანილი ებრაელების ბანკნოტებს აღრიცხავდა და ახარისხებდა. ამის გამო ოსკარ გროენინგის მეტსახელი "აუშვიცის ბუღალტერია".

2015 წელს მას აუშვიცში ჩადენილი დანაშაულისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერაც არ დაუწყია. 

დეკემბერში გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ​გროენინგის საპატიმროში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მიუხედავად მისი ადვოკატების არგუმენტებისა, რომ ამ ასაკში პატიმრობა გროენინგის სიცოცხლის უფლებას შელახავდა

კრისტიან ლაუენსტეინი, იუსტიციის სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ შეწყალების შესახებ ​გროენინგის მოთხოვნა პროკურატურას უკვე გადაეცა. 

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტურმა რეჟიმმა 6 მილიონზე მეტი ებრაელი დახოცა. ებრაელების გარდა, 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ და მისმა მოკავშირეებმა ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდის მოხდა. მოვლენები სიტყვით - ჰოლოკოსტი აღინიშნება. 

კომენტარები