იაპონია

იაპონიაში მომწამვლელი ჯიშის თევზი ფუგუ შეცდომით გაყიდეს

AFP

იაპონის ქალაქ გამაგორის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ თევზი "ფუგუს" გამოყენებისგან, რადგან მისი შხამიანი ულუფა ბაზარზე შეცდომით გაიყიდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ქალაქ გამაგორის მცხოვრებლებს, არ მიირთვან ფუგუ,"- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გამაგორის სუპერმარკეტში ფუგუს 5 შეკვრა გაიყიდა, რომელსაც ღვიძლი არ ჰქონდა ამოცლილი.  როგორც ცნობილია, დელიკატესის ღვიძლი ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში და მომწამვლელია.

BBC-ის ინფორმაციით, იაპონიის ხელისუფლებამ გაყიდული ფუგუს 3 შეკვრა უკვე ამოიღო, 2-ს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

დელიკატესის მომზადება ძალიან რთულია და ამისათვის ლიცენზიაა საჭირო, რადგან მომზადების პროცესში პატარა შეცდომაც კი, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს ადამიანისთვის.

კომენტარები