ბელგია

ანტვერპენში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, დაღუპულია 2 ადამიანი

EPA

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში მომხდარი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაიღუპა 2 ადამიანი. დაშავდა 14, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ტერორისტული თავდასხმის ვერსია გამოირიცხა.

სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვის გამო მოხდა.

კომენტარები