ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიო გაუჩომ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
"მორჩა. ახლა გავაკეთოთ რამე სასიამოვნო [გამოსამშვიდობებლი მატჩი], ისეთი დიდი როგორიც ის უნდა იყოს, სავარაუდოდ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაიმართება, აგვისტოში." - თქვა რონალდინიოს ძმამ და ასევე აგენტმა.
რონალდინიო ერთი მსოფლიო ჩემპიონატის [2002], ერთი ჩემპიონთა ლიგისა [2006, ბარსელონა] და ოქროს ბურთის მფლობელია [2005].