იმუნიზაცია

საფრთხის შემცველ ვაქცინასთან დაკავშირებით სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება

www.collective-evolution.com

ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციით დაუყოვნებლივ უნდა განდგურებულიყო და საქართველოში გამოიყენეს, ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

როგორც უწყებიდან ტაბულას აცნობეს, ბრიფინგი დღეს, 17:30 საათზეა ჩანიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა 29,222 ვაქცინა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) საგანგებო მითითება მიიღო. ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა. მეტიც, აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაც ვერ გაიარეს.

"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29,222 დოზის ოდენობით", - წერია სახელმიწფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

ამ დრომე უცნობია რა დაავადების ვაქცინებზეა საუბარი და რა ასაკობრივ ჯგუფს გაუკეთდა ვაქცინაცია.

აუდიტის სამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის საქმეზე დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებნ და მის შესახებ სრულად აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა.

იმუნიზაციის პროგრამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პროგრამის ბიუჯეტი 2016-2017 წლებში 32 მილიონი ლარი იყო.

კომენტარები