8 წლის ბიჭმა ჩინეთის ერთ-ერთი სოფლიდან სკოლამდე, გამოცდის დასაწერად 4.8 კილომეტრი გაიარა.
ბიჭმა გზა -9 გრადუს ცელსიუსში გაიარა, სკოლაში მისულს კი ყველაფერი ყინულითა და თოვლით ჰქონდა სავსე. ამიტომ, სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ მისთვის სურათები გადაეღო და ეს ამბავი ინტერნეტ სივრცეში მოეყოლა.
მას შემდეგ, რაც ხალხმა ამ ამბის შესახებ გაიგო, მათ სკოლას 15 000 ამერიკულ დოლარზე მეტი, გამათბობელი საშუალებები და თბილი ტანსაცმელები გაუგზავნეს.