რუსული ოკუპაცია

სუს-ი: რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩასთან მავთულხლართები 100-150 მეტრით დაწიეს

პირველი არხი

ზუგდიდის სოფელ ხურჩასთან რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების აღება დაიწყეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მავთულხლართები მათ 100-150 მეტრით დაწიეს. 

სუს-ისვე ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ხურჩასთან ბოძებისა და მავთულხლართების დამონტაჟება 2017 წლის აპრილში დაიწყეს და ბორდერიზაციის პროცესი მაისში, აგვისტოსა და დეკემბერშიც გააგრძელეს. ახლა კი, იანვარში, მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე "დაფიქსირდა ზემოხსენებული უკანონო ინსტალაციების რელოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე 100-150 მ. სიღრმეში". 

კომენტარები