იმუნიზაცია

აუდიტი: ეჭვქვეშ არ ვაყენებთ იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის ვაქცინის ნაწილში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებას, რომ ის „ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში“.

აუდიტის სამსახურის ეს განცხადება საფრთხის შემცველი ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ინფორმაცია ამავე უწყების დოკუმენტს ეყრდნობოდა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, მათთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ რეკომენდაცია გასცა. სამსახურმა გადაწყვიტა, რომ 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი შეეტანა და შეესწავლა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.

„2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში“, - ნათქვამია  განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აუდიტის სამსახურის განმარტებას წინ უძღოდა ამავე უწყების დოკუმენტზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 29,222 ისეთი ვაქცინა გამოიყენა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან საგანგებო მითითება ჰქონდა მიღებული. აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარეს.ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა.

მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინსიტროში გამართულ ბრიფინზე გაირკვა, რომ საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელის თქმით, ეს ვაქცინები ქვეყანაში 2015 წელს კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით შემოვიდა და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ვაქცინები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიღებიდან თვენახევარში ჩანაცვლდა. ვაქცინის უსაფრთხოებაზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრს არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

 

კომენტარები