ხანძარი მერიაში

თბილისის მერიის მე-13 სართულზე ხანძარი გაჩნდა, დაიწვა 4 კვ.მეტრის ფართობი

თბილისის მერია
თბილისის მერია

დღეს, გამთენიისას, თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

ცეცხლი მეცამეტე სართულზე, 15-20 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში გაჩნდა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის სამუშაო ოთახებია განთავსებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ინვენტარს მოეკიდა. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ. 

კომენტარები