თბილისის მერია

კახა კალაძის მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია იქნება

რადიო თავისუფლება

თბილისის მერის კახა კალაძის მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია იქნება. ხუნწარია აქამდე მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა. მას ირაკლი გვილავა ჩაანაცვლებს.

ამ დროისთვის, კახა კალაძეს ხუთი მოადგილე ჰყავს - ირაკლი ხმალაძე, ილია ელოშვილი, მაია ბითაძე, ირაკლი ბენდელიანი და სოფიო ხუნწარია. 

კომენტარები