NDI-ის კვლევა

NDI-ს კვლევით, 73%-სთვის მიუღებელია ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის 1 ლარად გადაცემა

ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა იცოდა, რომ 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულომ პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს თბილისი სითის. მათი 73%-სთვის მიუღებელია ეს გადაწყვეტილება, ხოლო 19%-სთვის მისაღები. 6%-მა არ იცის - მიუღებელია თუ მისაღები.

გამოკითხულთა 39%-მა არ იცოდა საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ. ცნობისთვის, დასმულ კითხვაში არ იყო დაკონკრეტებული, რომ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის კომპანია, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიიღო.

კომენტარები