ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც 2017 წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

telegraph.co.uk

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.37 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც $455 მილიონი გადმოირიცხა, $142 მილიონით მეორე ადგილზე იტალიაა. 

ფულად გზავნილებში ქვეყნების რეიტინგი

  1. რუსეთი - $455 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%
  2. იტალია - $142.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
  3. აშშ - $141.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
  4. საბერძნეთი - $141.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
  5. ისრაელი - $119 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96%
  6. თურქეთი - $109 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
  7. ესპანეთი - $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%
  8. გერმანია - $33.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
  9. უკრაინა - $26 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
  10. გაერთიანებული სამეფო - $15.9 მილიონი, კლება წინა წელთან 8%

კომენტარები