პორტუგალია-ესპანეთი

პორტუგალიისა და ესპანეთის პოლიციამ ანანასებში დამალული 745 კილო კოკაინი ამოიღო

telegraph.co.uk

პორტუგალიისა და ესპანეთის პოლიციამ ანანასებში დამალული ასობით კილო კოკაინი ამოიღო. უცხოური მედიის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ბანდის 9 წევრია დაკავებული, რომელთაც კოკაინი სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში გადაჰქონდათ.

გარდა ამოღებული 745 კილო კოკაინისა, პოლიციამ ასევე იმ ლაბორატორიის დემონტაჟი მოახდინა, სადაც ნარკოტიკებს სხვადასახვა ნივთიერებებს ურევდნენ.

გამოძიება, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2017 წლის აპრილიდან მიმდინარეობდა, რომელსაც ორივე ქვეყანის სამართალდამცავი ორგანოები ატარებდა.

კომენტარები