ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ფულის მოსაზიდად კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს

yimg.com

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ფულის მოზიდვისთვის კრიპტოვალუტის გამოშვებას განიხილავს, ამის შესახებ ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ განაცხადა

"კრიპტოვალუტის უპირატესობა არის ის რომ მისი მეშვეობით ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება ჩვენს ეკონომიკაში ფულის ჩადება. ეს სანქციებისა და სხვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სხვა შეზღუდვების გვერდის ავლით მოხდება", - ამბობს ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრი.

აფხაზეთი ბაზარზე კრიპტოვალუტის შეთავაზებისთვის (ICO-სთვის) რუსულ კომპანია Blockchain Solutions Group-თან თანამშრომლობს. გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტოვალუტის სახელი ARC (Abkhazian Republic Coins) იქნება.

თუ ოკუპირებული აფხაზეთი მართლაც გამოუშვებს კრიპტოვალუტას, მისი ბირჟაზე განთავსება და ე.წ. ელექტრონული საფულით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნება. 

ფულის მოზიდვისთვის კრიპტოვალუტის გამოშვების შესაძლებლობას თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთიც განიხილავს. შესაბამიად, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა არაა რუსეთის პირველი მარიონეტული რეჟიმი, რომელიც სანქციების გვერდის ავლას ბლოკჩეინის მეშვეობით ცდილობს. 
 

კომენტარები