შტორმი

თოვლის და ძლიერი ქარის გამო ჩრდილოეთ ევროპაში 4 ადამიანი დაიღუპა

The Guardian

ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ჰოლანდიაში ძლიერი ქარის გამო 320 ფრენა გადაიდო. შტორმმა ხეები წააქცია, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარმა სახლებს სახურავები ახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ბელგიაში შტორმს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დროებით დაიხურა პორტები.

ძლიერმა ქარმა ელეტროენერგიის გარეშე დატოვა მოსახლეობის ნაწილი გერმანიასა და დიდ ბრიტანეთშიც. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში შეიზღუდა სარკინიგზო მოძრაობა.

კომენტარები