დონალდ ტრამპი

ტრამპმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში "გამარჯვებული" მედია გამოავლინა

0 კომენტარი
ფოტო: AP Photo

დონალდ ტრამპმა მის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის მედია "დააჯილდოვა".

როგორც მან გასულ კვირას დააანონსა, რესპუბლიკური პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სია, რომელიც 2017 წლის Fake News-ის ჯილდოს გამარჯვებულებს შეიცავს.

"2017 წელი იყო მიკერძოების, უსამართლო გაშუქების და სიცრუის წელი. კვლევები აჩვენებს, რომ მედიის მიერ დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილი ამბების 90% ნეგატიურია." ვკითხულობთ საიტზე.

"გამარჯვებულთა" სია კი ასე გამოიყურება:

1. The New York Times - პოლ კრუგმანის ანალიზისათვის, სადაც ის წერდა, რომ ტრამპის გამარჯვების ნეგატიურ ეფექტს ეკონომიკა თავს ვერასდროს დააღწევს

2. ABC News - ბრაიან როსის რეპორტაჟისათვის ბაზრის დაცემის ტენდენციაზე.

3. CNN - ცრუ ინფორმაციისათვის იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟმა WikiLeaks-ის მიერ მოპარული დოკუმენტების შესახებ მათ გავრცელებამდე იცოდა.

4. TIME - ცრუ ინფორმაციისათვის იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა ოვალური ოფისიდან მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი გაიტანა.

5. Washington Post - ცრუ ინფორმაციისათვის იმის შესახებ, რომ ფლორიდაში პრეზიდენტის გამოსვლას ცოტა ხალხი დაესწრო.

6. CNN - დამონტაჟებული ვიდეოსათვის, რომელშიც ტრამპი იაპონიაში ვიზიტისას თევზებს საჭმელს ერთბაშად უყრის. სინამდვილეში ეს ჯერ იაპონიის პრემიერმინისტრმა გააკეთა.

7. CNN - ცრუ ინფორმაციისათვის იმის შესახებ, რომ ენტონი სკარამუჩი რუსებს შეხვდა.

8. Newsweek - ცრუ ინფორმაციისათვის იმის შესახებ, რომ პოლონეთის პირველმა ლედიმ ტრამპს ხელი არ ჩამოართვა.

9. CNN - ცრუ ინფორმაციისათვის იმის თაობაზე, თითქოს FBI-ს ყოფილმა დირექტორმა უარყო ტრამპის ნათქვამი, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას არ აწარმოებენ.

10. The New York Times - მთავარ გვერდზე დაწერილი ცრუ ინფორმაციისათვის, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კლიმატის შესახებ მოხსენება დამალა.

11. და ბოლოს "რუსეთთან შეთქმულება!". რუსეთთან შეთქმულების არსებობა ყველაზე დიდი ტრიუკია ამერიკელი ხალხის წინაშე. არავითარი შეთქმულება არ არსებობს!

ამ ნომინაციებს ტრამპის წარმატებების დამადასტურებელი ფაქტები მოჰყვება.

სია, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საიტზეა განთავსებული აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს საკუთარ Twitter-ზეც გააზიარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები