რუსეთი

სანქტ-პეტერბურგში ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბი პოლიციამ გაჩხრიკა

Reuters

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბი გაჩხრიკა.

ამის შესახებ ინფორმაცია შტაბიდან ნავალნის მხარდამჭერების პირდაპირი ვიდეო ჩართვის მეშვეობით გახდა ცნობილი.

ვიდეოში ჩანს როგორ ამოწმებს პოლიცია შტაბის წევრების პასპორტებს.

რუსეთის საარჩევნო კომისიამ ნავალნის კანდიდატურა 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნასამართლეობის გამო არ დაარეგისტრირა.

ნავალნის შტაბის ჩხრეკა სანქტ-პეტერბურგში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტს დაემთხვა.

კომენტარები