აშშ

აშშ-ში ნახევარი მილიონი ფუტკრის მოკვლისთვის ორი 12 წლის ბიჭი დაიჭირეს

Getty Images

აშშ-ის პოლიციამ აიოვას შტატში ორი 12 წლის ბიჭი დაიჭირა.

ისინი ერთ-ერთ ფერმაში შეიპარნენ და 50 სკა დააზიანეს.

ყინვების გამო ნახევარი მილიონი ფუტკარი სიცივისაგან მოკვდა.

ფერმას 60,000 აშშ დოლარის ზარალი მიადგა.

ბიჭების დაკავებაში პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა. მათ ბრალი ქურდობაში და ვანდალიზმში ედებათ.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა სკებისათვის მიყენებულ ზარალს არ ფარავს, ამბის გავრცელების შემდეგ ფერმას დახმარების სახით 30,000 აშშ დოლარი უკვე შეუგროვეს.

კომენტარები