კრიმინალი

ენმ-ის წევრს თავს დაესხნენ, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ფიზიკური დაზიანებები საკუთარ სახლთან მიაყენეს. კვახაძის ინფორმაციით, პირები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 600 ლარს ითხოვდნენ. 

"ჩემს სახლთან შემხვდნენ იქვე მცხოვრები პირები და მთხოვეს თანხა, რომელიც დაახლოებით ორჯერ აღემატება ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს. ასევე, მთხოვდნენ, ეს თანხა ონლაინ სესხის სახით გამომეტანა. ამაზე ვუთხარი პრინციპული და კატეგორიული უარი, რის შემდეგაც წამოვიდა მუქარა და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ამის მიუხედავად, მე უარზე ვიყავი, რომ მიმეცა მათთვის თანხა, რის შემდეგაც თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ“, - თქვა კვახაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები