კოლინ ფირტი

კოლინ ფირტი: ვუდი ალენთან აღარ ვითანამშრომლებ

ემა სტოუნი, ვუდი ალენი და კოლინ ფირტი
afcinema

მსახიობ კოლინ ფირტის განცხადებით რეჟისორ ვუდი ალენთან აღარ ითანამშრომლებს.

ფირტი ალენის 2013 წლის ფილმში "Magic in the Moonlight" თამაშობს, რომელიც დილან ფაროუს ღია წერილის გამოქვეყნებამდე გამოვიდა. წერილში ალენის ნაშვილები შვილი მას 7 წლის ასაკში სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჰარვი ვაინშტაინის გარშემო აგორებული სკანდალის და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შემდეგ ფაროუმ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც დასვა კითხვა, თუ რატომ არ შეეხო ეს მოძრაობა ვუდი ალენს და მსახიობებს მხარდაჭერა სთხოვა.

კოლინ ფირტის მსგავსი განცხადება კიდევ რამდენიმე მსახიობმა გააკეთა, მათ შორის მირა სორვინომ, რეიჩელ ბროსნანმა და გრეტა გერვიგმა. რებეკა ჰოლმა და ტიმოთი შელამემ განაცხადეს, რომ ვუდი ალენის ახალი ფილმი "წვიმიანი დღე ნიუ იორკში", რომელიც 2018 წელს უნდა გამოვიდეს, რეჟისორთან მათი ბოლო თანამშრომლობა იქნება და მიღებულ ჰონორარს მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარენ.

ვუდი ალენი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები