დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთს მარტოობის მინისტრი ეყოლება

harvar bussines review

დიდ ბრიტანეთს მარტოობის მინისტრი ეყოლება - თანამდებობას სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების მინისტრის მოადგილე, ტრეისი კრაუჩი დაიკავებს.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამჟამად დიდ ბრიტანეთში 9 მილიონი მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს, ასევე კვლევაში ნათქვამია, რომ ადამიანებს მარტოობა ზუსტად ისევე აზარალებთ, როგორც დღეში სიგარეტის 15 ღერის მოწევა.

"მარტოობა ძალიან სევდიანი რეალობაა დღევანდელ სამყაროში" - თქვა პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ.

მარტოობის მინისტრის თანამდებობის შექმნის იდეა, ლეიბორისტი დეპუტატს ჯო კოქსს ეკუთვნოდა, რომელიც 2016 წელს რეფერენდუმამდე ნაციონალისტურ ნიადაგზე მოკლეს. მან პარლამენტში 2014 წელს მარტოობის თემაზე მომუშავე კომისიაც შექმნა.

კომენტარები